ჩვენ შესახებ

 

   შპს გეომედიკა დაარსდა 2007 წელს. კომპანიის  საქმიანობის   ძირითადი  მიმართულებაა  სამედიცინო აპარატურის და სახარჯი მასალების იმპორტი საქართველოში.

  კომპანიას აქვს საკუთარი  სერვის ცენტრი, რომელშიც  მწარმოებელ კომპანიებში ავტორიზირებული და სერტიფიცირებული ინჟინრები მუშაობენ.   "გეომედიკა"  ახორციელებს სამედიცინო აპარატურის საგარანტიო და პოსტ საგარანტიო მომსახურებას.

  ამჟამად  "გეომედიკა"  საქართველოში წარმოადგენს   სამედიცინო აპარატურის მწარმოებელ მრავალ  კომპანიას.  მათ შორის  ისეთ ცნობილ მწარმოებლებს, როგორიცაა   GE HEALTHCARE, PENTAX,  NIHON KOHDEN, MERIVAARA, HONDA ELECTRONICS, CARE FUSSION, ERBE, NDS და ა.შ.

  2012 წლიდან კომპანიამ გააფართოვა მომსახურება და სთავაზობს  მომხმარებელს  კლინიკების დაპროექტებას, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ასევე საჭირო სამედიცინო აპარატურის მიხედვით.